გერმანელმა სამართალდამცავებმა 29 წლის ქართველი გოგო საზღვარზე დააკავეს. ის გაყალბებული საბუთების გამო არ შეუშვეს და უკან გამოაბრუნეს.
დაკავებული ქალის თქმით, ქვეყანაში ექიმების რეკომენდაციით მიემგზავრებოდა, რადგან ნიურნბერგის კლინიკაში მნიშნველოვანი ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. მან ასევე აღნიშნა, რომ კლინიკისგან შესაბამისი დასტურიც ჰქონდა, თუმცა პოლიციისთვის წარდგენილი ცნობა ყალბი აღმოჩნდა.
პოლიციის განმარტებით, ნივთების დათვალიერებისას, “მის ბარგში იმაზე მეტი თეთრეული იყო, ვიდრე ადამიანს საავადმყოფოში დარჩენისთვის სჭირდება”, რამაც სამართალდამცავებს ეჭვი გაუჩინა, რომ ქალი გერმანიაში პროსტიტუციისთვის მიემგზავრებოდა.
მომხდარის შესახებ, 29 წლი გოგონას კომენტარი არ გაუკეთებია.
სამართალდამცავები 29 წლის ქართველ ქალს საბუთების გაყალბებაში ადანაშაულებენ და აღნიშნავენ, რომ ამ საქმეში სხვა პირებიც არიან ჩართული.
შემთხვევა 9 ნოემბერს მოხდა.