LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროსტესტი „მეტრო-ს“ წინააღმდეგ – ზუგდიდისკენ ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მიმოსვლა შესაძლოა შეფერხდეს

metros_avtobusi1

დღეს, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, დასავლეთ საქართველოსკენ მოძრავი ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლები საპროტესტო აქციას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას “გაერთიანებული პროფკავშირები” ავრცელებს.

„აქცია კომპანია ”მეტრო +” წინააღმდეგ გაიმართება, რომელმაც სრულიად უკანონოდ ზუგდიდის მიმართულებით რკინიგზის „აქცია შედგება კომპანიის ”მეტრო +” წინააღმდეგ, რომელმაც სრულიად უკანონოდ ზუგდიდის მიმართულებით რკინიგზის სადგურიდან დაიწყო მგზავრთა გადაყვანა. ადგილზე ჩადგეს ბორბლებიანი ჯიხური, რომელიც ვითომდა ავტოსადგურია. ეს რიგით მეორე საპროტესტო აქციაა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში ამ საკითხის გადაწყვეტის მოთხოვნით გაიმართება,“ – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს დაგეგმილი აქციის ფარგლებში, შესაძლოა, ზუგდიდისკენ ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მიმოსვლა რამდენიმე საათით შეფერხდეს.