LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროპორციული არჩევნების გადადება არის გაშვებული შესაძლებლობა – ანა დოლიძე

59

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძის, განცხადებით, თუ პარლამენტი ამ შენიშვნებს კენჭს უყრის დღეს, საშუალება იქნება, რომ კონსტიტუცია გასწორდეს დღესვე და გახდეს საერთაშორისო ვალდებულებეის შესაბამისი.

„პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების მეხუთე საკითხი იყო „ქართული ოცნების“ ოცნება. ეს არის 2020 წელს პროპორციული არჩევნებზე გადასვლა. ამ ოცნების განხორციელება გადაიდო მომავლისთვის და ეს მწუხარება არაა მხოლოდ ჩვენი, ეს არის “ვენეციის კომისიის”, რომელიც მიუთითებს, რომ სამწუხაროა ამ ცვლილების გადადება. პროპორციული არჩევნების გადადება არის გაშვებული შესაძლებლობა,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით, ეს საარჩევნო სისტემა არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი, მათ შორის „ქართული ოცნების“ დღევანდელი წევრების მხრიდანაც, რომლებიც “მსხვერპლად ეწირებოდნენ ამ იდეას, რომ დაუყოვნებლივ ყოფილიყო გადასვლა პროპორციულ  არჩევნებზე”.

„პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით არის შესაძლებლობა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადადგას ისტორიული ნაბიჯი და ძალაში შეიყვანოს და განახორციელოს საკუთარი ოცნება,“ –  აღნიშნა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები