LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროპორციული არჩევნები პრინციპული პოლიტიკური ინიციატივაა – კალაძე

167
kaladze

ქვეყნის მართვა სხვადასხვა პოლიტიკური, საზოგადოებრივი სუბიექტის ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის ფართოდ გადანაწილების პირობებში უნდა გაგრძელდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პროპორციული საარჩევნო სისტემის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში დიდი ხანია დგას.

„ქვეყნის მართვა სხვადასხვა პოლიტიკური, საზოგადოებრივი სუბიექტის ფართო პოლიტიკური კონსენსუსისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის ფართოდ გადანაწილების პირობებში უნდა გაგრძელდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის. ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავება უფრო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსის, პასუხისმგებლობის გაზიარების პირობებში და მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოში უნდა იქნას უზრუნველყოფილი. ამ მიდგომების შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჩვენს საერთაშოროსო პარტნიორებს, საზოგადოებას ვთავაზობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლას ნულოვანი ბარიერით. ეს არის პრინციპული პოლიტიკური ინიციატივა, რომელიც ფუნდამენტურ ცვლილებას შეიტანს საქართველოში პოლიტიკური სისტემისა და პოლიტიკური კულტურის განვითარებაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

პრეზენტაციას ესწრებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც. პრეზენტაციას არ ესწრებიან „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები.

პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერითა და ბლოკის გარეშე - კანონპროექტი დარეგისტრირდა

კანონპროექტის ავტორებად დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძეა მითითებული.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე შესულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები