LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროპაგანდა ომისა და მშვიდობიანობის დროს – კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ ჟურნალისტებისთვის ტრენინგი ჩაატარა

58
Untitled design

კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ ჟურნალისტებისთვის ფსიქოლოგ რუსუდან გორგილაძის ტრენინგი ჩაატარა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, სემინარის თემა ომისა და მშვიდობიანობის დროს პროპაგანდას, მისი გავრცელების გზებსა და მავნე ზეგავლენას ეხებოდა.

ფსიქოლოგმა ჟურნალისტებს ისტორიული მაგალითების საფუძველზე გაუზიარა ცოდნა და ინფორმაცია, როგორ უნდა დაიცვან საზოგადოება საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ომისგან.

ტრენერმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რა განსაკუთრებული როლი და გავლენა აქვს პროპაგანდას საომარი მოქმედებების დროს.

კომისიის ინფორმაციით, ასევე განიხილეს, სიცრუის, როგორც მძლავრი პროპაგანდისტული იარაღის გამოყენების მაგალითები მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებში. რუსუდან გორგილაძემ ჟურნალისტებს იმ ფსიქოლოგიურ ასპექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც პროპაგანდის გავრცელების შედეგად დგება.

“ფსიქოლოგმა ვრცლად ისაუბრა ამ პროცესში მედიის როლზე და მედიის წარმომადგენლების მორალურ პროფესიულ ასპექტებზე. მან მედიის წარმომადგენლებს სიცრუისგან და პროპაგანდისგან საზოგადოების დასაცავად უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია და გზები გაუზიარა”, – აცხადებენ კომუნიკაციის კომისიაში.

რუსუდან გორგილაძე განათლებით ფსიქოლოგია. ის იყო ჰარვარდის კურსდამთავრებულთა ასოციაციის ევროპის რეგიონალური დირექტორი და ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტის დოქტორანტი. ასევე მუშაობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის ვედერჰედის საერთაშორისო ურთიერთობათა ცენტრში მეცნიერ თანამშრომლად.

ასევე იყო ევროპის კავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის სახელმწიფო დელეგაციის წევრი. მონაწილეობდა ქართულ/ოსურ მოლაპარაკებებში როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო დელეგაციების შემადგენლობაში. იყო საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე.