პარლამენტის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების განცხადებებს ეხმაურებიან ოპოზიციაში ეხმაურებიან,
„ლელოს საქართველოს“ წევრი გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ უმრავლესობის მიერ პროკურორის არჩევის წესის კანონპროექტის ჩაგდება ქვეყანას ძვირად დაუჯდება.
“ქართული ოცნების ამგვარ ქცევას და გაშვებულ შესაძლებლობებს, ვერ ექნება კარგი დასასრული საქართველოსთვის“ – გრიგოლ გეგელია
გეგელიას განცხადებით, „უნდა გვახსოვდეს, რომ რაც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა ბოლო დროს, როდესაც დაკარგა 300 მილიონი, ამით მან ბევრად უფრო მეტი დაკარგა, ვიდრე არის მხოლოდ ერთი ფისკალური დახმარება.
„ეს ყველაფერი “ქართულ ოცნებას” და სახელმწიფოს დაუჯდება ძალიან ძვირი ფასი, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით,” – აცხადებს პარტიის “ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გრიგოლ გეგელია.