LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურორი – დასადგენია, ვისგან იძენდნენ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს

307

გამოძიება გრძელდება და დასადგენია, თუ ვისგან იძენდნენ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს, – ამის შესახებ ნარკოდანაშაულში ბრალდებული 8 პირის საქმის პროკურორმა ვახტანგ ცალუღელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გნაცხადა.

პროკურორის თქმით, საქმეში არის არაერთი მტკიცებულება, რაც ბრალდებულთა ბრალეულობას ადასტურებს. „ბრალდების მტკიცებულებებია როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებები, საკონტროლო შესყიდვები, ამოღებული ნივთმტკიცებები, ექსპერტიზის დასკვნები. საქმეში არის ძირითადი 4 მოწმე, ვინც უშუალოდ თანამშრომლობს გამოძიებასთან. ამასთან, გრძელდება გამოძიება და დასადგენია რიგი ფაქტობრივი გარემოებები. დასადგენია ასევე ბრალდებულების დანაშაულებრივი კავშირები, ვისგან იძენდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს“, – აღნიშნა პროკურორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებულ რვა პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

„წარდგენილი ბრალის თანახმად, ბრალდებულებს ბრალად ედებათ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ხოლო ბ. დ.-ს განსაკუთრებით დიდი ოდენობით. მათვე ბრალად ედებათ, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით. (ბ. დ.-სა და ჯ. ე.-ს სამ-სამი ეპიზოდი, თ. ჩ.-ს, ვ. ჟ.-სა და ქ.მ.-ს ორ-ორი ეპიზოდი, გ. მ. -ს, მ. მ. -სა და ლ. მ.-ს თითო ეპიზოდი).

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 9 ივლისს, 14:00 საათზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები