პარიზის პროკურატურამ საქმე ტერაქტის მუხლით აღძრა, BBC-ს ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის დედაქალაქის პროკურორმა ფრანსუა მოლენსმა განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიებას აწარმოებენ მომხდარი 6 შემთხვევის თაობაზე, რომლის შედეგადაც სულ მცირე 120 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ამბობს, რომ საფრანგეთი იქნება შეუბრალებელი თავდასხმაზე ყველა პასუხისმგებელი ძალის მიმართ.
თეატრ „ბატაკლანის“ მონახულების შემდეგ, სადაც თავდასხმის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ოლანდმა მომხდარს „საზიზღრობა და სიმხეცე“ უწოდა.
პროკურატურის უკანასკნელი ინფორმაციით, რვა თავდამსხმელი დაიღუპა, მათგან შვიდი თვითმკვლელი იყო.
საფრანგეთის მთელს ტერიტორიაზე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, დაკეტილია საზღვრები. საფრანგეთის მაცხოვრებლები ქუჩაში არ გადიან. პარიზის ქუჩებში 1500 სამხედროამობილიზებული.