LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურის ეზოდან ძალის გამოყენებით გაყვანის შემდეგ, ზაზა სარალიძემ თვითდაზიანებები მიიყენა

saralidze

ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოდან ძალის გამოყენებით რამდენიმე სამართალდამცველმა გაიყვანა. სარალიძე აღნიშნულმა ფაქტმა გააღიზიანა, რის შემდეგაც მან თვითდაზიანებები მიიყენა.

ამჟამად პროკურატურასთან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას ელოდებიან.

ზაზა სარალიძესთან ერთად, ტერიტორია დაატოვებინეს მის თანმხლებ პირებსაც, მათ შორის მალხაზ მაჩალიკაშვილს.

რაც შეეხება ნესტან ლონდარიძესა და ალეკო ცქიტიშვილს, ისინი პროტესტის ნიშნად კვლავ პროკურატურის ეზოში რჩებიან.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ორგანიზებას გაუწევს ზაზა სარალიძისა და სამივე მიმდინარე საქმის მოქმედი პროკურორების შეხვედრას, რომელიც შედგება სამშაბათს. დროისა და ადგილის შესახებ ინფორმაცია გახდება ცნობილი როგორც თავად ზაზა სარალიძისთვის, ასევე ეცნობება საზოგადოებას.

“საქართველოს გენერალური პროკურატურა მუდმივად  მზად არის კომუნიკაციისა და პრობლემურ საკითხებზე მსჯელობისთვის ნებისმიერ პირთან, იქნება ეს დაზარალებული, ბრალდებული თუ დაინტერესებული პირი ამა თუ იმ საქმეზე.

თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ  ზაზა სარალიძის მხრიდან  აგრესიული, კანონსაწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი საქციელის გამო, რაც ამ წუთებშიც გამოავლინა პროკურატურის ტერიტორიაზე თვითნებურად შემოჭრით, სამწუხაროდ, მოკლებული ვართ მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობას. ამასთან,  კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ სამშაბათს, სამივე საქმის პროკურორი,  საქმიან ფორმატში მზად არის ზაზა სარალიძესთან შესახვედრად,” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები