ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავების გასაპროტესტებლად პროკურატურასთან ოპოზიციის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.
აქციაზე იმყოფებოდნენ “სირცხვილიას” წევრებიც.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია თვლის, რომ ორივე დაკავებული სისტემის მსხვერპლია.
“მინდა სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადო ამ ორ მორიგ სისტემის მსხვერპლს და არავინ არ იფიქროს, რომ ბინძური პოლიტიკური თამაშების გამო ვინმე დააჩაგვრინებს წესიერ მოქალაქეებს. აბსოლუტურად ცხადია, რომ ეს არის წინასაარჩევნო ბინძური თამაში. ასევე, არ უნდა დაგვაგვიწყდეს, რომ აქ არის კონკრეტულად რუსეთის ინტერესი. რუსეთი მიზანმიმართულად ავრცელებს ტყუილებს დავით გარეჯთან დაკავშირებით”,-აცხადებს ხოშტარია.
ადვოკატი: ივერი მელაშვილი მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს
ვის გამო კარგავდა დავით გარეჯს საქართველო: დაკავებულია 2 პირი