საქართველოს პროკურატურამ 3 აგვისტოს, შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპული დავით ბერიაშვილის დედა დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ავრცელებს.
ტექსტში აღნიშნულია, რომ პროკურატურამ უარი თქვა PHR-ის მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა სისხლის სამართლის საქმის პროკურატურისთვის გადაცემას, გამოძიების მიზნით.
„დღეს პროკურატურამ PHR-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა და, 2023 წლის 3 აგვისტოს, შოვის სტიქიის ზონაში გარდაცვლილი დავით ბერიაშვილის დედა, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნო.
პროკურატურამ უარი თქვა PHR-ის მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა სისხლის სამართლის საქმის პროკურატურისთვის გადაცემას, გამოძიების მიზნით. აღნიშნული გადაწყვეტილებით, პროკურატურამ დაადგინა, რომ დავით ბერიაშვილის გარდაცვალება დანაშაულის შედეგია”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ცნობისათვის, შოვში, სტიქიის ზონაში მაშველებმა 27 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ეძებენ დაკარგულ 6 ადამიანს.
„ვინმემ დამიბრუნეთ ჩემები…“ – სტიქიის ზონაში გადარჩენილი მარიტა გუტაშვილი ნათესავებს ეძებს