LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბიზნესმენ დავით კოდუას ბრალი წარუდგინა

760
დავითი და ცოლი

საქართველოს პროკურატურამ მეუღლის და შვილის მიმართ განხორცილებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დავით კოდუას ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 აპრილს, ქ.თბილისში, დ.კ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის – ნ.გ.-ს  და შვილის ე.კ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა დ.კ. 2021 წლის 12 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„საქართველოს პროკურატურა ოჯახური დანაშაულის ფაქტებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.  სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – განმარტავენ გენერალურ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, გუშინ  დავით კოდუას მეუღლე ნათია გედევანიშვილი ვაკის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებოდა.

დაკითხვის შემდეგ კი ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შემაკავებელი ორდენის გამოწერაზე ჰქონდა პრეტენზია და მის დაკავებას არ ელოდა.

ბიზნესმენი, დავით კოდუა ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს

შემაკავებელზე მქონდა პრეტენზია და დაიჭირეს, არ ველოდებოდი: დაკავებული დავით კოდუას მეუღლე დაკითხვაზე მივიდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები