LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

133
Untitled design

მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

„ეს ბოლო წვეთია, ცრემლის ნაცვლად თვალიდან სისხლი მდის“ – ქარ­თვე­ლი მოდელი ფიზიკური ძალადობის შესახებ წერს: რას პასუხობს ბრალდებას მამაკაცი

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 აპრილს, თბილისში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენა.

„სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 25 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისათვის, მოქალაქემ 24 აპრილს სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გაავრცელა პოსტი, რომელშიც ის საკუთარი შვილის მამას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა.

რენატა ბეგიაშვილმა ასევე გამოაქვეყნა ფოტო სახეზე მძიმე დაზიანებებით.

თავად კაცმა, ვის წინააღმდეგაც გამოძიება დაიწყო, თავდაპირველად ფეისბუკზევე უარყო ძალადობის შემთხვევა, შემდეგ კი ანგარიში წაშალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები