LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკრედიტ ბანკმა კლიენტებისთვის საზაფხულო ღონისძიება გამართა

125

“პროკრედიტ ბანკი საქართველო” აგრძელებს ტრადიციას და კლიენტებისა და პარტნიორებისათვის უკვე მეორე წელია, საზაფხულო ღონისძიებას მართავს. როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, გასულ წელს “პრო რიტმს” ქალაქ ბათუმმა უმასპინძლა. წელს კი, წვეულება თბილისში, თბილისის ზღვაზე გაიმართა.

”სპეციალურად ამ დღისთვის დაიგეგმა პირველად, ღია ცის ქვეშ მაესტრო ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, ევგენი მიქელაძის  სახელობის  ეროვნული სომფონიური ორკესტრის მიერ გახმაურებული პროექტის “მსოფლიო კინომუსიკის შედევრები”-ს წარდგენა ბანკის მოწვეული სტუმრებისათვის.

საღამოს კულმინაცია კი გრანდოიზული, მუსიკალური ფოიერვერკი იყო, რომლის ხანგრძლივობაც 20 წუთს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსტი ტიპის ფოიერვერკი პირველად საქართველოში შარშან,  “პრო რიტმი ბათუმის” ფარგლებში განხორციელდა. წელს კი, სპეციალურად აწყობილი და შექმნილი სანახაობის ხილვა და მოსმენა, უკვე თბილისის მოსახლეობისათვის იყო შესაძლებელი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ტიპის ფოიერვერკს ”პროკრედიტ ჯგუფი”  მასში შემავალი ყველა ქვეყნის ბანკების კლიენტებისათვის აწყობს. ანუ, იგი ერთგვარად, პროკრედიტ ჯგუფის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს მსოფლიოს მასშტაბით”, – აცხადებენ პროკრედიტ ბანკში.

“ბანკისათვის ძალიან მნიშვნელოვანია გრძელვადიანი და პარტნიორული ურთიერთობები კლიენტებთან. სწორედ ამ ურთიერთობების გაღრმავებას ემსახურება მათთვის მსგავსი ტიპის ღონისძიებების გამართვა, რომელსაც უკვე გარკვეული სიმბოლური დატვირთვაც აქვს” – აცხადებენ ბანკის მენეჯმენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები