LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პროკრედიტ ბანკი” მმართველობის ევროპულ მოდელზე გადადის

111

“პროკრედიტ ბანკი”  მმართველობის ევროპულ მოდელზე გადადის. ბანკის დირექტორის ალექსი მატუას თქმით, ეს არის  flat management სტრუქტურა, რაც  გერმანიის ბევრ კომპანიაშია დანერგილი და წარმატებით მუშაობს.

ალექსი მატუა აცხადებს, რომ 2016 წლიდან ბიზნესს ბანკი ბევრ სასიამოვნო სერვისს და მათ მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებულ პროდუქტებს შესთავაზებს, რათა დაეხმაროს მათ ბიზნესის განვითარებაში.

“პროკრედიტბანკი” საქართველოში 1999 წლიდან საქმიანობს. ცოტა ხნის წინ ბანკი მისმა დირექტორმა ასმუს როტნემ დატოვა.  როტნე არ აკონკრეტებს სად მიდის სამუშაოდ და აცხადებს, რომ  ბიზნეს-სექტორიდან, თუმცა არა ბანკიდან, ბევრი შეთავაზება აქვს. ყოფილ დირექტორს მის გარეშე ბანკის წარმატებულ პოზიციონირებაში ეჭვი არ ეპარება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები