LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროკრედიტ ბანკი“ 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

505
prokrediti_1

28 ივნისს, 18:00 საათზე „პროკრედიტ ბანკის“  სათაო ოფისში (ალ.ყაზბეგის #21 ) გაიმართება ბანკის 20 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი მენეჯმენტი,  სამეთვალყურეო  საბჭოს  თავმჯდომარე მარსელ სებასტიან ცაიტინგერთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას „პროკრედიტ ბანკის“ საქართველოში მოღვაწეობის  20 წლიან  ისტორიას და  უახლოეს მომავალში დაგეგმილ  ტექნოლოგიურ სიახლეებს გააცნობს.

ღონისძიება მოიცავს 30 წუთიან ოფიციალურ ნაწილს, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება  გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში და ეროვნული ბანკის საბჭოს პრეზიდენტი  კობა გვენეტაძე. ოფიციალური ნაწილის შემდეგ წარმოდგენილი იქნება  საკონცერო რეპარტუარი  ბექა გოჩიაშვილისა და ტრიოს შესრულებით.

საიუბილეო ღონისძიებაზე მოწვეულია 700-ზე მეტი სტუმარი საქართველოს ბიზნესსექტორიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები