LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროგრამას „უმასპინძლე საქართველოში“ პირველი ბენეფიციარი ჰყავს

110

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ახალი, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების  კომპონენტის ფარგლებში, პირველი დაფინანსება გაიცა. როგორც ”ფორტუნას” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, პროგრამის ”უმასპინძლე საქართველოში” პირველი ბენეფიციარი სასტუმროს დაბა ბაკურიანში გახსნის.

”პირველი შედეგები უკვე სახეზეა. ახალი პროგრამის ამოქმედებიდან მცირე დროში პროგრამას პირველი ბენეფიციარი უკვე ჰყავს, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით სასტუმროს მშენებლობის დასრულებასა და ინვენტარით აღჭურვას შეძლებს”, – განმარტავენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, შპს „თოკა“ ახალი კომპონენტის „უმასპინძლე საქართველოში“  ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სასტუმროს მიერ აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთს მთლიანად მეწარმეობის განვითარების სააგენტო დაფარავს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ჯამური ინვესტიცია 270,000 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო სასტუმროში, რომლის გახსნა  2016 წლის დეკემბრისთვის იგეგმება 15 ადამიანი დასაქმდება.

ახალი სასტუმრო ბორჯომის რაიონში, დაბა ბაკურიანში, დავით აღმაშენებლის ქუჩა #72-ზე მდებარეობს და მაღალი სტანდარტების, დამსვენებლებისთვის კომფორტული გარემოს მქონე სასტუმროს გახსნას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ ახალი კომპონენტი დაემატა, რომელიც მეწარმეებს შესა¬ძლებლობას აძლევს რეგიონებში განავითაროს სასტუმრო ბიზნესი, შექმნას სამუშაო ადგილები, მოიზიდოს მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას.

ახალი კომპონენტი რეგიონული მეწარმეებისათვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას და ამასთანავე ხდება წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვა ე.წ „ფრანჩაიზინგის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების თანადაფინანსებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები