LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროფკავშირებმა კიდევ ერთი საქმე მოიგო-დამსაქმებელს დასაქმებულის აღდგენა და ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ანაზღაურება დაევალა

173
Black-and-White-Simple-Creative-Business-Card

პროფკავშირებმა კიდევ ერთი საქმე მოიგო. ინფორმაციას საქართველოს პროფესიური კავშირების გაერთიანება ავრცელებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს გამოაცხადა გადაწყვეტილება კიდევ ერთ პრეცედენტულ საქმეზე, სადაც ზ.ჩ. და გ.ჯ. ედევებოდნენ შპს “ჩირინას” – ზეგანაკვეთურად ნამუშევარ საათებსა და მათი ანაზღაურების ოდენობაზე, ასევე სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებაზე. სააპელაციო პალატამ კიდევ ერთხელ მიიჩნია ბათილად შრომითი ხელშეკრულების დებულება, რომელიც ითვალისწინებდა დასაქმებულთა მიერ ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ანაზღაურებას არასამართლიანი და არაგონივრული ოდენობით, – საათობრივი ანაზღაურების 1,01%-ით და თავად განსაზღვრა ზეგანაკვეთურის ტარიფი 1,25%-ის ოდენობით.

სასამართლომ მოპასუხე კომპანიას დააკისრა მოსარჩელეების მიერ 3 წლის განმავლობაში ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ანაზღაურება (ზ.ჩ-ს მიმართ 3864,00 საათის, ხოლო გ.ჯ-ს მიმართ 2312,00 საათის), ბათილად ცნო სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება, აღადგინა ზ.ჩ. განთავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე და დაევალა კომპანიას მისცეს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება განთავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენის დღემდე ყოველთვიურად მისაღები ხელფასის ოდენობით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები