LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროფკავშირების გაერთიანება მინდელის მაღაროს საკითხზე კვლევაში აღნიშნულ “ადამიანურ ფაქტორზე“ განმარტებას აკეთებს

94

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, ტყიბულის მინდელის შახტში ჩატარებული კვლევის დეტალების გახმაურების შესახებ, რამდენიმე მედიასაშუალების მიერ მომზადებულ რეპორტაჟებს ეხმაურება. პროფკავშირების გაერთიანების განცხადებით, ჟურნალისტების მხრიდან არასწორად მიწოდებულმა ინფორმაციამ აზრი გააჩინა, რომ თითქოს პროფკავშირების გაერთიანება 2018 წლის 5 აპრილს მომხდარ ტრაგედიაში მუშებს ადანაშაულებს.

პროფკავშირების გაერთიანება ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებულ მოკვლევაში ნახსენებ „ადამიანურ ფაქტორზე“ განმარტებას აკეთებს.

„განზრახ თუ უნებლიეთ, დაზარალებულთა ოჯახებისთვის, ჟურნალისტების მხრიდან არასწორად მიწოდებულმა ინფორმაციამ გააჩინა აზრი, თითქოს პროფკავშირების გაერთიანება მუშებს ადანაშაულებს 2018 წლის 5 აპრილს მომხდარ ტრაგედიაში, რომლის შედეგადაც 6 მეშახტე დაიღუპა და 3 დაშავდა. პროფკავშირების გაერთიანება კიდევ ერთხელ აცხადებს – კვლევა იძლევა შესაძლებლობას დავასკვნათ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევა გამოიწვია, არა ბუნებრივმა მოვლენამ, არამედ ადამიანურმა ფაქტორმა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ადამიანურ ფაქტორში იგულისხმება არა მუშების გადაცდომა, (როგორც ეს უკვე გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე არა ერთხელ ითქვა) არამედ მენეჯმენტის მიერ დარღვეული შრომის უსაფრთხოების სტანდარტები და ნორმები, რის გამოც მომსწრენი გავხდით არა ერთი ფატალური შემთხვევისა ბოლო წლებში,” – ნათქვამია განცხადებაში.

პროფესიული კავშირების გაერთიანება მოუწოდებს მასმედიას, ასეთი სენსიტიური თემების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და დაზარალებული ოჯახების გაღიზიანების ნაცვლად, მათი სწორი ინფორმირება უზრუნველყონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები