LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მობილური და ტაბლეტ აპლიკაცია შეიქმნა

146

მშობლებისათვის პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მობილური და ტაბლეტ აპლიკაცია შეიქმნა. როგორც “ფორტუნას” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში განუცხადეს, აპლიკაცია IOS და Android პლატფორმებზე მუშაობს.

აპლიკაციის საშუალებით მშობლები მიიღებენ ინფორმაციას ქვეყანაში მოქმედი პროფილაქტიკური აცრების კალენდრის, ვაქცინების, ვაქცინაციის უკუჩვენებებისა და ცრუ უკუჩვენებების, გაფრთხილებების, აცრების ჩატარების რეკომენდებული ასაკებისა და ვაქცინაციით მართვადი დაავადებების შესახებ.

აპლიკაცია ხვალიდან ამუშავდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები