LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროფესიულად დაგვიპირისპირდნენ და გვითხრეს რომ გელათში ყველაფერი კარგადაა“ – ჩუბინაშვილის ცენტრის პასუხი წულუკიანს

165
BeFunky-collage - 2023-02-01T220219.739

„როცა შენ ვერ გიპირისპირდებიან არგუმენტირებულად და პროფესიულად, იწყება პოლიტიკურ ანგაჟირებაზე საუბარი“ – ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ ეთერში, ჩუბინაშვილის ცენტრის წარმომადგენელმა და გელათის შესახებ ჩატარებული კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, მაკა ბულიამ განაცხადა.

გადაცემაში „დღის თემა“ მაკა ბულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ უწყება მათ პროფესიულად დაუპირისპირდა.

„ეს არ არის ვიწრო ჯგუფის დასკვნა, ეს არის ინსტიტუციური დასკვნა, რომელიც ძალიან ბევრი მეცნიერის მიერ არის მომზადებული. როდესაც მეცნიერებს აბრალებენ პოლიტიკურ ანგაჟირებას, ეს ნიშნავს, რომ, როცა პროფესიულად ვერ გიპირისპირდებიან იწყება პოლიტიკურ ჭრილში ამ პრობლემის გადაყვანის მცდელობა, რაც დაუშვებელია.

პროფესიულად დაგვიპირისპირდნენ და გვითხრეს რომ გელათში ყველაფერი კარგადაა. ჩათვალეთ რომ არ არსებობს არცერთი დასკვნა, უბრალოდ შეხედეთ ფოტოებს რომელიც ჩვენს დოკუმენტს ახლავს, ან წაბრძანდით და ნახეთ რა მდგომარეობაა გელათში“, – განაცხადა ფორტუნას ეთერში მაკა ბულიამ და სამინისტროს დასკვნის გულდასმით შესწავლა ურჩია.

შეგახსენებთ, რომ 30 იანვარს ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა გამოაქვეყნა გელათის მოხატული ტაძრების შესახებ კრიტიკული კვლევა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ძეგლზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ეწინააღმდეგება რესტავრაციისა და კონსერვაციის პრინციპებს, მწყობრი მეთოდოლოგიის გარეშე ჩატარებული სამუშაოები არღვევს მხატვრობის ავთენტურობას და ქმნის ძეგლის განადგურების საფრთხეს.

ამ დასკვნიდან მეორე დღეს, ჩუბინაშვილი ცენტრში სამინისტროს აუდიტის სამსახური შევიდა. ამავე დღეს კულტურის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ამ დოკუმენტზე მეცნიერები სუბორდინაციის დარღვევით მუშაობდნენ, რაც “სამინისტროს მხრიდან დამატებითი სამართლებრივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს.

„მას შემდეგ, რაც 2021 წლის მარტში სამინისტროს სათავეში ჩაუდგა თეა წულუკიანი, კვლევითი ცენტრის მეცნიერთა ვიწრო ჯგუფი ხანგამოშვებით პოლიტიკურ ნიადაგზე უპირისპირდება სამინისტროსა და მის ხელმძღვანელობას და, სამწუხაროდ, ამ მიზნისათვის სისტემატურად იყენებს გელათის სამონასტრო კომპლექსში 2008-2020 წლებში შექმნილ ვითარებას“,- ვკითხულობთ განცხადებაში.

„დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნით და აქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს“ – საპატრიარქო გელათის საკითხზე განცხადებას ავრცელებს

ჩუბინიშვილის ცენტრმა გელათის მონასტერზე დასკვნა მოამზადა

“პოლიტიკურად ანგაჟირებული კრიტიკა” – კულტურის სამინისტრო გელათთან დაკავშირებულ კვლევაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები