გურიაში ძაღლის მიერ დაკბენილ ბავშვს ოპერაცია ჩაუტარდა. 2 წლის ლაზარეს მდგომარეობა ახლა სტაბილურია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ექიმი კონსტანტინე მათითაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ პროფესიონალმა ექიმმა საშა კალანტაროვმა და მისმა გუნდმა ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩაატარა, ლაზარე კი კარგად იქნება.
„2-3 კვირაში, კიდევ დასჭირდება ოპერაცია“ – როგორია ლაზარეს მდგომარეობა, რომელიც პიტბულმა დაკბინა
„პროფესიონალის, ექიმის, – საშა კალანტაროვის და რა თქმა უნდა მისი გუნდის მიერ ჩატარებული ურთულესი ოპერაცია! ლაზარე კარგად იქნება და არის !!!“, – წერს კონსტანტინე მათითაშვილი.