LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პროექტის ინიციატორს, სოზარ სუბარს საკმაოდ დიდი თანხა აქვს მიღებული საერთაშორისო დონორებისგან” – გიორგი ბურჯანაძე

170
Untitled design - 2023-02-17T224053.023

“მიზანი მარტივია და ეს არის არასამთავრობო სექტორის და მედიის დისკრედიტაციის მცდელობა. აგენტის წოდებით უნდა მოხდეს საზოგადოებაში მათი ავტორიტეტის დაკნინება“ – ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველის მოადგილე რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს.

გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ საიდან ფინანსდება გარკვეულ წილად უკვე ხელმისაწვდომია. სახალხო დამცველის მოადგილე საზოგადოებას პროექტის ინიციატორის სოზარ სუბარის წარსულს ახსენებს.

მოძრაობა „ხალხის ძალა“: პარლამენტში ვაინიცირებთ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი

„თუ ამ კანონს მივიღებთ საქართველო კიდევ უფრო დაშორდება ევროკავშირს. ვინც მწვანე ღილაკს დააჭერს ხელს და იტყვის რომ მისაღებია ეს კანონპროექტი, წინააღმდეგობაში მოვა კონსტიტუციასთან და პროდასავლურ კურსთან. არაერთი მედიასაშუალება შეეწირა ამ ტიპის კანონს რუსეთში. სოზარ სუბარს, რომელიც ამ პროექტის ინიციატორია ძალიან დიდი თანხა აქვს მიღებული სხვა და სხვა საერთაშორისო დონორების მხრიდან  და ამაში დასაძრახი არაფერია.“ – განაცხადა გადაცემაში „დღის თემა“ გიორგი ბურჯანაძემ.

სირცხვილიას” დამფინანსებელი არ ვიცით – რას ამბობს შალვა პაპუაშვილი „ხალხის ძალის“ შემუშავებულ კანონპროექტზე

შელახული რეპუტაცია და სირცხვილის ლაქა – „ხალხის ძალა“ ევროპარლამენტარებზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები