LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროექტ „ბიზნეს კაფე“-ს ფარგლებში რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა

89

საქართველოს ბანკმა, ბიზნეს პროექტის- „ბიზნეს კაფე“-ს  ფარგლებში რიგით მეორე შეხვედრა გამართა.

როგორც ”ფორტუნას” საქართველოს ბანკიდან აცნობეს, საკონსულტაციო კომპანია ინსორსისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზებული მეორე შეხვედრა მიეძღვნა თემას: „ნამდვილი ქართული ბიზნესი“, რომელსაც კომპანია „დიოს“ დამფუძნებელი და ბიზნესმენი თამაზ დაუშვილი გაუძღვა.

სემინარზე სპიკერმა ისაუბრა ქართული ბიზნესისთვის დამახასიათებელ თავისებურებებზე. შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს კომპანია „დიოს“ შექმნის ისტორია − როგორ, ან რატომ გაჩნდა იდეა, როგორია კომპანიის მართვის ფორმა, მისი განვითარებისთვის თანმდევი გარდამტეხი ეტაპები.

„საქართველოს ბანკი განაგრძობს საქართველოს ბანკის მცირე, საშუალო, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებისა დაკლიენტების მხარდაჭერას და მომავალშიც შესთავაზებს მათ  სხვადასხვა თემაზე ორგანიზებულ სემინარსა თუ მასტერკლასს, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს, წარმატებულმა ადამიანებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება არაფორმალურ გარემოში გაუზიარონ, დისკუსიები გამართონ ბიზნესის სფეროს მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებთან დაკავშირებით და ინფორმაცია გაცვალონ საუკეთესო, საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ”, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები