ლარის რყევა ცოტა ხანს კიდევ გაგრძელდება – ასეთი სათაურით ქვეყნდება სტატია დღევანდელ „რეზონანსში“, სადაც აღდგომის შემდეგ ეროვნული ვალუტის გაუფასურების დაწყება განიხილება. „რეზონანსი“ წერს, რომ აღდგომის დროს ლარის გამყარების პარალელურად იმპორტიორებიც გეგმავდნენ პროდუქტების გაიაფებას, თუმცა ლარმა ისევ გაუფასურება დაიწყო და როგორც სპეციალისტები პროგნოზირებენ, ეს მომავალშიც გაგრძელდება და ეროვნული ვალუტა სამომავლოდ უკეთეს შემთხვევაში 2,4 ნიშნულზე, უარეს შემთხვევაში კი 2,5 ნიშნულზე გაჩერდება.
აქვე „რეზონანსი“ სწავლის თემითაც ინტერესდება და წერს, რომ საქართველოში სწავლა კიდევ ძვირდება, კერძო სკოლების ნაწილი ისევ აძვირებს საფასურს, რის გამოც აბსოლუტური უმრავლესობა საჯარო საგანმანათლებლო სისტემის იმედზეა.