LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროდუქტები, რომლებიც მაცივარში არ უნდა შევინახოთ

147
volga

ექიმ-დიეტოლოგები ამბობენ,რომ ყველა პროდუქტის შენახვა მაცივარში არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი მიჩვეულია და დარწმუნებულია, რომ ასე უკეთ ინახება პროდუქტები.

არის პროდუქტები, განსაკუთრებით ხანგრძლივი შენახვის (მაგალითად, ბურღულეული, შაქარი, ვერმიშელი, ყავა), რომელთა მაცივარში მოთავსება არ ღირს, რადგან ტენიან მაცივარში მშრალი პროდუქტები კონსისტენციას კარგავენ.

ასევეა ბოსტნეულის შემთხვევაში. მაცივარში არის ბოსტნეულის განყოფილება, მაგრამ საბაზისო ბოსტნეული, რომელიც თითქმის ყველა ოჯახშია – კარტოფილი, სტაფილო, ხახვი, პომიდორი, კიტრი, ნიორი – მალე კარგავენ სახეს და ობს იკიდებენ.

ასევე ყველანაირი მწვანილის ან ხილის მაცივარში შენახვა არ არის კარგი. მაგალითად, ავოკადო და ბანანი უმჯობესია კარადაში მოათავსოთ.
მაცივარში ფუჭდება და ძველდება შოკოლადი, შოკოლადის ნამცხვარი და კანფეტები, ასევე თხილი. ჯობს ეს პროდუქტები სამზარეულოს კარადაში შეინახოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები