აჭარაბეთი განაგრძობს ინოვაციების და ტექნოლოგიების მხარდაჭერას და წარმოგიდგენთ ProductTank Tbilisi-ს 2021 წლის პირველ შეხვედრას.
ღონისძიება ხუთშაბათს, 28 იანვარს, თბილისის დროით საღამოს 7 საათზე დაიწყება, ქვეყანაში არსებული სიტუაციისა მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, ბუნებრივია, ისევ და ისევ Zoom პლატფორმის მეშვეობით. პარალელურ რეჟიმში კი მოხდება ივენთის მსვლელობის ლაივსტრიმი ღონისძიების ოფიციალურ Facebook გვერდზე. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება საუბრები და პანელური დისკუსიები, რომელთა შემდეგაც ღონისძიება უშუალოდ ვირტუალური ნეთვორქინგისათვის შექმნილ პლატფორმა Wonder-ზე გადაინაცვლებს.
Tbilisi Startup Bureau უკვე თითქმის, 2 წელია აქტიურადაა ჩართული პროდუქტ მოძრაობაში და სისტემატიურად უწევს ორგანიზებას ProductTank Tbilisi-ის შეხვედრებს. დასწრება ამჯერადაც, როგორც ყოველთვის, თავისუფალია ყველა მსურველისთვის, თუმცა ვირტუალური ადგილების რაოდენობა შეზღუდულია და, შესაბამისად, საჭიროებს წინასწარი რეგისტრაციის გავლას მოცემულ ბმულზე:
https://www.meetup.com/en-AU/ProductTank-Tbilisi/events/275824177
28 იანვრის შეხვედრაზე სპიკერი პავლე მგელაძე იქნება. პავლე ამაზონის რევერსული ლოგისტიკის ხელოვნური ინტელექტის განვითარების ბიზნეს გუნდის ხელმძღვანელია. ის პირველი ქართველია ამაზონში მაღალ ბიზნეს პოზიციაზე. პავლემ აქ მუშაობა 2016 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც Emory-ის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ხარისხი მიიღო. თავდაპირველად ამაზონში მისი კარიერა Trade-in გუნდისთვის საფასო ალგორითმების აწყობით დაიწყო, ახლა კი ის რევერსული ლოგისტიკის ხელოვნური ინტელექტის განვითარების ბიზნეს გუნდის ხელმძღვანელია ან, როგორც თვითონ განგვიმარტავს, თავის საქმიანობას უფრო მარტივ ენაზე, ის ახალ ტექნოლოგიებს იყენებს მომხმარებლის ოცნებების ასასრულებლად.
პავლეს მოხსენების სათაური ProductTank Tbilisi-ის ამ შეხვედრის ფარგლებში იქნება: ამაზონის წარმატების მთავარი მექანიზმი – როგორ ვაქციოთ მომხმარებელი კომპანიის “მმართველად”. თავისი მოხსენებით პავლე გვიამბობს თუ რა უნიკალურ მექანიზმებს იყენებს ამაზონი პროდუქტებისა და სერვისების შესაქმნელად, რისი დამსახურებაცაა ის, რომ ამაზონი მომხმარებელთათვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კომპანიის სტატუსს ინარჩუნებს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ეს ის მექანიზმებია, რომელთა გამოყენებაც ამაზონმა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა მისი თანამშრომლების რაოდენობა 100 ადამიანსაც კი არ აღემატებოდა და მისი სერვისი სულ რამდენიმე ქვეყანაში ფუნქციონირებდა. დღესდღეობით ამაზონის თანამშრომელთა რაოდენობა 1 მილიონს აღემატება და მისი პროდუქტებითა და სერვისებით სარგებლობა 150-ზე მეტი ქვეყნის მოსახლეობისთვისაა ხელმისაწვდომი – ზემოთხსენებული მექანიზმები კი, რომლებსაც პავლე კონფერენციაზე აუდიტორიას გაუზიარებს, კვლავაც უცვლელი რჩება.
შეხვედრას მოდერაციას გაუწევს Lupi AI-ის აღმასრულებელი დირექტორი და EBG.ge-სა და Order24.ge-ს მმართველი საბჭოს წევრი – ირაკლი ვეკუა.
ღონისძიება ხორციელდება Tbilisi Startup Bureau-ს მიერ, აჭარაბეთის და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) პარტნიორობით.