LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრობლემები როგორც ბიუჯეტის, ისე ადამიანური რესურსის სიმცირითაა გამოწვეული: ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ომბუდსმენის ანგარიშსს ეხმაურებიან

180
ეკა ჭყონია

თბილისის ფსიქიკურ ჯანმრთელობი ცენტრში სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურებიან, სადაც დაწესებულებაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზეა საუბარი. ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, ეკა ჭყონიას თქმით, ომბუდსმენის ანგარიშში მოცემული პრობლემები როგორც ბიუჯეტის, ისე ადამიანური რესურსის სიმცირითაა გამოწვეული. ჭყონიას თქმით, ცენტრი შენიშვნებს იზიარებს.

“ჩვენთან ეს თერაპიები ტარდება, მაგრამ კადრების სიმცირიდან გამომდინარე, მასშტაბის უზრუნველყოფა გვიჭირს. პერსონალისგან ძალადობა დაფიქსირებული არ ყოფილა, უბრალოდ აქ  საუბარი იყო იმაზე, რომ როდესაც პაციენტი გამწვავებულ მდგომარეობაშია, შესაძლოა იმაზე უფრო ხშირად მიმართონ ფიზიკურ შეზღუდვებს, ვიდრე ეს საჭიროა, რადგან არ არის დეესკალაციის შესაბამისი უნარები. კარგი იქნება თუ ამასთან დაკავშირებით პროტოკოლი იქნება და უფრო ზუსტად გვეცოდინებ, როგორ მივყვეთ“. – განაცხადა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას თბილისის ფსიქიკური სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, ეკა ჭყონიამ.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის აპარატმა ანგარიში გამოქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტები ძალადობისგან, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან დაცულნი არ არიან.

თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტები ძალადობისგან, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან დაცულნი არ არიან: ომბუდსმენის ანგარიში