LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“პრობლემები მხოლოდ პროტესტის შემდეგ გვარდება” – სსსმ ბავშვს ინდივიდუალურ სპეცმასწავლებელს დაუნიშნავენ

97

12 წლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდს, რომელსაც სკოლის ექსკურსიაზე წასვლა აუკრძალეს, ინდივიდუალური სპეცმასწავლებელი დაენიშნება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უფლებადამცველი, მარი კორკოტაძე წერს.

მშობლები ინდივუდუალურ სპეცმასწავლებელს წლების განმავლობაში ითხოვდნენ. 12 წლის ლუკას შექმნილი პრობლემების გამო, რამდენიმე სკოლის გამოცვლა მოუწია.

“ვისაც ლუკას ამბები გაინტერესებთ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება – ლუკას დაუნიშნავენ ინდივიდუალურ სპეცმასწავლებელს.

წლებია ამას ვითხოვთ და როგორც იქნა, ეღირსება ბავშვს ღირსეული სერვისი სკოლაში. აწი, ექსკურსიაზე წასვლასაც არავინ აუკრძალავს მას.

ჩვენ ასევე, ვითხოვდით ლუკასთვის პროექტის “ქცევის პოზიტიური მართვა” გაგრძელებას. სამწუხაროდ, სამინისტრო არ გაარძელებს ამ პროექტს. იმედი მაქვს მხოლოდ ინდივიდუალური სპეცმასწავლებლის დანიშვნა საკმარისი იქნება და პრობლემა აღარ შეიქმნება სკოლაში.

პ.ს. ჩვენ თვალყურს მივადევნებთ, თუ რამდენად სწრაფად დაენიშნება ბავშვს ინდივიდუალური სპეცმასწავლებელი.

პ.პ.ს. ჩვენ ქვეყანაში მხოლოდ ასეთი საჯარო პროტესტის შემდეგ გვარდება ასეთი პრობლემები,”- წერს მარი კორკოტაძე.

ამ საკითხთან დაკავშირებით “ფორტუნამ” სტატია რამდენიმე დღის წინ მოამზადა, სადაც როგორც მშობლის, ასევე სკოლის დირექტორისა და განათლების სამინისტროს პოზიციაა ასახული.

https://www.facebook.com/mari.korkotadze/posts/10214569988176947?__xts__[0]=68.ARALuYp7iXXXOjodIxaFZTHmoJOtBByOsoiT8Bb5CNysgzod5H3bcpiW2eNq1FjfykIRl1tynLT0PKaxHwxm7nSuqtFTUj5a5BExCJN_mabt0y_Swori5GxvnsFPBgvbzSHC1ILpqxP2f7B0QCc88dP2llM0L_YfcsoiZL06ROQHlt09PMJ0aeUUaflhpO6roktiIYpvbZd2YNQ2l2DN0SJY-A&__tn__=H-R