LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრობლემები ახალი წლიდან 2-3 კვირაში დაიწყება: რა ეშველება საშუალო ფენას

55

სპეციალისტები ქვეყანაში ეკონომიკის კუთხით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ პრობლემები ახალი წლიდან 2-3 კვირაში დაიწყება. საახალწლო განწყობის ჩავლის შემდეგ მოსახლეობა ნეგატიური გამოწვევების წინაშე დადგება.

აქვე „რეზონანსი“ წერს, რომ არსებული კრიზისი საშუალო ფენას მთლიანად გაანადგურებს.

კრიზისიდან გამომდინარე ახალი წლის შემდეგ სპეციალისტები მგზავრობის ტარიფის გაზრდას პროგნოზირებენ. დღევანდელი „რეზონანსი“ წერს კიდეც, რომ დედაქალაქის მერია ტარიფების შენარჩუნებაზე გარანტიას მხოლოდ მუნიციპალურ ტრანსპორტზე დებს.

არსებული კრიზისიდან გამომდიარე ქვეყანაში ძვირდება სწავლაც. „რეზონანსი“ წერს, რომ კერძო სასწავლებლები ფასების ზრდაზე ფიქრობენ.

ამ კრიზისიდან გამომდინარე დღევანდელი პრესის მთავარი განსახილველი თემა ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი გალარების პროგრამაა. სპეციალისტების ღიად ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის მკვეთრმა გაუფასურებამ გალარების პროგრამის ეფექტი გაანულა.

გაზეთი „ახალი თაობა“ კი წერს, რომ ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობის დროს არსებული პროექტების შეჩერების შეცდომას ღიად აღიარებს და მათ განხორციელებაზე მუშაობას იწყებს. მათ შორისაა ვეფხი და მოყმის ძეგლთან სამტრედიის ქუჩაზე დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობაც.

ეს პროექტი ნაციონალური მოძრაობის დროს იყო შემუშავებული. ახალმა მთავრობამ 2013 წლის თებერვალში გააჩერა, დღეს კი მასზე მუშაობა ისევ იწყება და ამ თემაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს გაზეთი „ახალი თაობა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები