LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრობლემას ვერც იმაში ვხედავ, რომ ციხეში ვარ და ვერც იმაში, რომ ივანიშვილის დავალებით 5 წელი მომისაჯეს: ოქრუაშვილი

138
780-ოქრუაშვილი1

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, პრობლემას ვერ ხედავს, რომ ციხეშია.

ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვეყნის ბედი ადარდებს. მისი პროგნოზით, ივანიშვილის „კაპეიკები“ ვერ გვიშველის.

ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის საქმეზე დააკავეს.

„პრობლემას ვერც იმაში ვხედავ, რომ ციხეში ვარ და ვერც იმაში, რომ ივანიშვილის დავალებით 5 წელი მომისაჯეს სრულიად უსამართლოდ. პრობლემა იმაშია, რომ ქვეყანა 90-იანი წლების დონის გაღატაკების ზღვარზე აღმოჩნდება უახლოეს 2-3 თვეში.
მთლიანად დამოკიდებული ვართ საგარეო ფინანსურ დახმარებაზე ამერიკისა და ევროკავშირისგან და ამ დროს, ამ ქვეყნების ელჩების წინაშე გაფორმებულ შეთანხმებას არღვევ და მათ წინაშე აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებ.
თუ ვინმეს ჰგონია რომ ივანიშვილის “კაპეიკებით” ამოვალთ ამ წლის ეკონომიკური პრობლემებიდან, ძალიან ცდება“, – წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

ოქრუაშვილის საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას: ამერიკის საელჩო

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება."

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები