LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცს 21 აპრილს ექიმი ესტუმრა, ამავე დღეს ის გარდაცვლილი იპოვეს

90

პრინცს გარდაცვალების დღეს, 21 აპრილს მინესოტადან ექიმი მაიკლ ტოდ შულენბერგი ეწვია, ინფორმაციას Los Angeles Times ავრცელებს. ექიმმა მომღერალს ანალიზების შედეგები გადასცა.

გამოცემა ასევე წერს, რომ შულენბერგი პრინცის მკურნალი ექიმი იყო, 20 აპრილს კი მათ პრეპარატი შეცვალეს. კონკრეტულად რა პრეპარატი მისცა ექიმმა მომღერალს, ცნობილი არ არის. არ გამორიცხავენ, რომ პრინცის გარდაცვალების მიზეზი სწორედ ახალი წამალი გამხდარიყო.

შულენბერგი რამდენიმე წლის წინ კლინიკა North Memorial Medical Cente-ში მუშაობდა, სადაც დაადასტურეს, რომ პრინცის მკურნალ ექიმს ლიცენზია ნამდვილად აქვს, თუმცა ახლა სად მუშაობს შულენბერგი, ან რატომ არ აკეთებს კომენტარს მომღერლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ყოფილმა კოლეგებმა არ იციან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები