LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცმა უილიამმა და კეიტ მიდლტონმა უმცროსი ვაჟი მონათლეს (ფოტო)

96

პრინცმა უილიამმა და კეიტ მიდლტონმა უმცროსი ვაჟი, პრინცი ლუი არტურ ჩარლზი მონათლეს.

ცერემონია სენტ-ჯეიმსის სასახლეში გაიმართა და ის კენტერბერიის არქიეპისკოპოსმა, ჯასტინ უემბლიმ ჩაატარა. პატარა უფლისწული მდინარე იორდანეს წყალში მოინათლა.

ცერემონიას, რა თქმა უნდა, 4 წლის პრინცი ჯორჯი და 3 წლის პრინცესა შარლოტაც ესწრებოდნენ.

გადატვირთული გრაფიკის გამო, საღამოზე დასწრება ვერ შეძლო დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ.

კეიტმა, ისევე, როგორც წინა ორი ნათლობის დროს, ამჯერადაც უპირატესობა Alexander McQueen-ის თეთრ კაბა მიანიჭა. კემბრიჯის ჰერცოგინია ბედნიერებისგან ბრწყინავდა. აღსანიშნავია, რომ ამავე მოდის სახლს ეკუთვნოდა უფროსი პრინცისა და პრინცესას ჩაცმულობაც.

საეკლესიო მსახურების შემდეგ სადღესასწაულო ვახშამი გაიმართა. მთავარი კერძის რანგში კი კეიტისა და უილიამის საქორწინო ტორტის ნარჩენი იყო წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ ამავე ტორტის ნაჭრები მათი უფროსი შვილების ნათლობაშიც დარიგდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები