პრინცი ჰარის და მეგან მარკლის პირველი შვილი, ორი თვის არჩი უინძორში გუშინ მონათლეს. სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას გადაწყვეტილებით, პრინც არჩის ნათლობის ცერემონია დახურული იყო. ნათლობის გასაიდუმლოებამ მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.
ცერემონიაზე გადაღებული ფოტოები რამდენიმე საათში სამეფო ოჯახის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
ნათლობის ცერემონიას დედოფალი არ დასწრებია.
გავრცელებულ ერთ ფოტოზე,რომელიც უინძორის სასახლეში მწვანე ოთახშია გადაღებული, სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას გარდა მეგანის დედა, პრინცი უილიამი, ქეით მიდლტონი და კამილა პარკერიც ჩანან.
პატარა არჩი კი ხელში დედას უჭირავს.
არჩის, სამეფო ტრადიციის თანახმად, ნათლობის კაბა ეცვა. ვინ არიან პატარა პრინცის ნათლიები, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.ნათლობას სულ 25-მდე ადამიანი ესწრებოდა.