სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ თავიანთი ქალიშვილის, ლილიბეთის ფოტო გამოაქვეყნეს, მისი პირველი დაბადების დღის აღსანიშნავად. პრინც ჰარისა და მეგან მარკლის პატარა გოგონა, რომელსაც დედოფლის სახელი ჰქვია, ღია ცისფერ კაბაშია გამოწყობილი და თეთრი თავსაბურავიც ამშვენებს.
როგორც ჩანს, ლილიბეთს მამის ფერი თმა და ცისფერი თვალები ერგო მემკვიდრეობით.
გაღიმებული პატარა გოგონას სურათი გადაღებული სასექსის ჰერცოგის ისტორიულ სახლის ეზოში, ვინდსორში.
პატარა ლილიბეთი დიდ ლილიბეთს შეხვდა – პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ დედოფალს ქალიშვილი გააცნეს