LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცმა ფილიპმა საკუთარი დაკრძალვა წინასწარ დაგეგმა – დეტალები ცნობილია

337
princplp

99 წლის პრინცი ფილიპის დაკრძალვის შესახებ ახალი დეტალი ხდება ცნობილი. მაგალითად გამოცემა „დეილი მეილმა“ უკვე გაავრცელა იმ ავტომობილის ფოტოც, რომლითაც პრინცს შაბათს გაასვენებენ. ირკვევა, რომ დაკრძალვის ცერემონიაზე ფილიპმა ჯერ კიდევ სიცოცხლეში იფიქრა და ყველაფერი თავად დაგეგმა. კენსინგტონის სასახლესთან უკვე გამოჩნდა აღნიშნული მანქანა, დაკრძალვას დაესწრება ის 30 ადამიანი, რომელიც ფილიპმა ისურვა.

აქვე ცნობილი ხდება, რომ სამეფო ოჯახის წევრი მამაკაცები უნიფორმების გარეშე გააცილებენ პრინც ფილიპს. მას დაკრძალვამდე უინძორის სასახლეში, ტაძარში გადაასვენებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები