LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი უილიამი სამსახურიდან წავიდა

42

პრინცი უილიამი, რომელიც უკანასკნელი 2 წელი სასწრაფო ვერტმფრენის პილოტად მუშაობდა, სამსახურიდან წავიდა. მიზეზად ოჯახთან ერთად მეტი დროის გატარება სახელდება. ამასთან დაკავშირებით მან ოფიციალური განცხადებაც გამოაქვეყნა:

„ჩემთვის დიდი პატივი იყო East Anglian Air Ambulance-ის ჯგუფში ყოფნა. გამოცდილება, რომელიც იქ მივიღე, მთელი ცხოვრება ბევრ რამეში გამომადგება. ბედნიერი ვარ, რომ პროფესიონალი და ნიჭიერი ხალხის გვერდით ვიყავი, რომლებიც სხვების სიცოცხლეზე ზრუნავდნენ“.

ამიერიდან, უილიამი დროის უმეტეს ნაწილს ლონდონში გაატარებს და ქველმოქმედებით დაკავდება, ამის შესახებ პრესას სამეფო ოჯახის პრეს-სამსახურმა უამბო:

„მისი უდიდებულესობა გაზრდის თავის ოფიციალურ საქმიანობას დედოფლის სახელით საქველმოქმედო ორგანიზაციებში. ამისთვის მას დასჭირდება, რომ დროის უმეტესი ნაწილი ლონდონში გაატაროს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები