საქველმოქმდო ვიზიტების გარდა, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები გარკვეულ დროს გართობასაც უთმობენ. ამ დღეებში პრინცი ჰარი და პრინცი უილიამი „ვარსკვლავური ომების“ მე-7 ეპიზოდის გადასაღებ მოედანზე იმყოფებოდნენ.
სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ფილმის მთავარ პერსონაჟებს შეხვდნენ. შეგახსენებთ, რომ მეშვიდე ეპიზოდი დიდ ეკრანებზე 2017 წლის შემოდგომაზე გამოდის.