დედოფალ ელიზაბეთის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტზე პატარა პრინც ლუის სიცელქე ისევ მედიის ყურადღების ცენტრშია. პატარა პრინცის ქცევას ამჯერად ექსპერტები აფასებენ. ნაწილი მიიჩნევს, რომ პატარა ლუის გამოხატულად ქცევის დარღვევა აქვს, ნაწილი კი მის საქციელს, უბრალოდ ბავშვობით ხსნის.
გამოცემა „დეილი მეილი“ კი წერს, რომ ლუის ეს ონავრობა იმაზე მიუთითებს, რომ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი უბრალოდ ძალიან თანამედროვე მშობლები არიან და არ მიმართავენ მკაცრ ზომებს აღზრდის პროცესში.
,,პრინც ლუის „მავნე ქცევა“ მიუთითებს, რომ პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი მკაცრი მშობლები არ არიან” – მიიჩნევენ ექსპერტები.
ცნობილია, რომ სამეფო ოჯახს აღზრდის საკმაოდ მკაცრი პროტოკოლი აქვს, რა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქცევის ნორმების დაცვას გულისხმობს.
პრინცი ლუის უცნაურ ქცევაზე სამეფო ოჯახი განმარტებას აკეთებს – ბევრი ტკბილეული მიირთვა და გადაირია
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პრინც ლუის ნევროლოგის დახმარება სჭირდება
დაუმორჩილებელი პრინცი ლუი დედას აბრაზებს – ვიდეო ინტერნეტს იპყრობს