სამეფო ვალდებულებების ჩამოცილების შემდეგ, ჰარისა და მეგან მარკლის პირველი ოფიციალური გამოსვლა წვიმიან ლონდონში შედგა. მეუღლეები ორგანიზაცია Endeavour Fund-ის დაჯილდოვების ცერემონიას დაესწრნენ, რომელიც ტრავმების შედეგად რეაბილიტირებული ვეტერანების დასახმარებლად იმართება.
მეუღლეები წვიმიან ამინდში ქოლგით ხელში გამოვიდნენ მანქანიდან, ისინი საოცრად ბედნიერები და კმაყოფილები ჩანდნენ.
მეგან მარკლიმ, რომელმაც ბოლო დროს საგრძნობლად დაიკლო წონაში, არჩევანი ,,ვიქტორია ბექჰემის” ტანზემომდგარ, ცისფერ კაბასა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე გააკეთა.