LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის აფრიკული არდადეგების დეტალები

57

უცნობია, სთხოვა თუ არა პრინცმა ჰარიმ მეგან მარკლს ცოლობა, თუმცა, წყვილის აფრიკული არდადეგების სხვა დეტალები ცნობილი ხდება, მათ შორის ერთობლივი ფოტოც, სადაც მსახიობი და პრინცი ხელჩაკიდებულები მიდიან.

თუკი ინსაიდერებს დავუჯერებთ, პრინცმა გოგონას დაუვიწყარი დღეები აჩუქა. 36-ე დაბადების დღისთვის ბოტსვანაში მან სადღესასწაულო ვახშამი მოაწყო და მეგანი თავის მეგობრებს გააცნო. ამის შემდეგ წყვილი მდინარე ოკვანგის სანაპიროზე გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ ტრადიციებსა და ველურ ცხოველებს გაეცნენ.

ყოველი დეტალი, დაწყებული კარვებიანი ლაშქრობითა და ტბაზე ნავით გასეირნებით, უშუალოდ ჰარიმ დაგეგმა, თუმცა კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს, დაუსვა თუ არა მან საყვარელ ქალს საოცნებო კითხვა, ჯერ კიდევ უცნობია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები