მსოფლიოში ყველაზე პოზიტიურ მონარქს, პრინც ჰარის, რაგბის მსოფლიო თასის მხარდასაჭერ მოკლემეტრაჟიან ვიდეოში ეპიზოდური როლი ერგო. რგოლი, რომელიც ინგლისი-ფიდჯის მატჩის დაწყების წინ სტადიონზე აჩვენეს, 80 ათასმა მაყურებელმა იხილა. მინი ფილმი სპორტის ამ სახეობის წარმოშობის ისტორიას ჰყვება. ისტორიის მიხედვით, 1823 წელს ქალაქ რაგბიში, ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ, 17 წლის უილიამ უებ ელისმა ბურთს ხელი სტაცა და კარებისკენ გაიქცა: „ერთმა ბიჭმა დაარღვია წესი და შექმნა ლეგენდა“ – ასე იწყება ეს ვიდეორგოლი.
პრინცი ჰარი რგოლში რამდენიმე წამით ჩნდება. მან ვიდეოკლიპში მებაღის როლი მოირგო, რომელიც მორბენალ მოზარდებს ადევნებს თვალს. ჰარი რაგბის დიდი გულშემატკივარია და ორგანიზაცია Rugby Football Union-ის საპატიო თავმჯდომარე.