ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ პრინცი ჩარლზის ტიტული მეფის ტიტულით შეიცვალა.
სამეფო ოჯახის ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში პრინცი ჩარლზი უკვე მეფედ არის მოხსენიებული.
დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე გარდაიცვალა
“დედოფალი მშვიდად გარდაიცვალა ბალმორალში დღეს შუადღისას.
მეფე და დედოფალი-კონსორტი დღეს საღამოს ბალმორალში დარჩებიან, ხვალ კი ლონდონში დაბრუნდებიან.”- ნათქვამია სამეფო ოჯახის განცხადებაში.
როგორც „ბიბისი“ წერს, ტახტზე ასვლის შემდეგ, ჩარლზს ექნება უფლება, თავად აირჩიო ნებისმიერ სახელი, რომელსაც მეფობისას ატარებს.