LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცესას ძველი მანქანა 722 ათას ფუნტად გაიყიდა

48
prince

აუქციონ Silverstone-ის საიტზე გამოჩნდა ინფორმაცია Ford Escort RS Turbo S1-ის გაყიდვის შესახებ, რომელიც 1985-88 წლებში პრინცესა დაიანას ეკუთვნოდა.

გარიგების თანხამ 722 500 ფუნტი შეადგინა, მყიდველის ვინაობა არ სახელდება.

კომპაქტური ჰეთჩბეკის სპორტულ ვერსიას Ford Escort 1.6 ლ ტურბოძრავი აქვს, რომლის სიმძლავრე 132 ცხენის ძალაა. ინგლისური ბაზრისთვის მარჯვენასაჭიანი 5 ათასი ეკზემპლარი გამოუშვეს, თითქმის ყველა თეთრად შეღებეს, შავი მხოლოდ 3 ცალი იყო.
ექსკლუზიური შეფერილობის გარდა პრინცესას მანქანამ ჩვეულებრივი „ესკორტის“ რადიოტორის ბადე მიიღო, ასევე რადიოსადგური და მეორე სალონური სარკე პირადი მცველებისთვის.

ავტომობილის გარბენი 40 ათას კილომეტრს ოდნავ აღემატება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები