ქეით მიდლტონისა და პრინც უილიამის შვილს, პრინცესა შარლოტას დაბადების დღიდან მილიონობით ადამიანის ცნობისმოყვარე თვალი აკვირდება. მსოფლიოს ყველა კუთხეში უამრავი დედა ცდილობს, საკუთარ შვილს სწორედ შარლოტას მსგავსად ჩააცვას.
მაღაზიებიდან მაშინვე ქრება ის სამოსი, რომელიც შარლოტას, ან მის უფროს ძმას საჯარო გამოჩენისას ეცვათ. ამის გამო პატარა პრინცესამ განსაკუთრებული ტიტული მიიღო. ესპანელმა დიზაინერმა პეპა განსალესმა მას „სტილის პატარა სიმბოლო“ უწოდა.
რა თქმა უნდა, ტიტულს შარლოტა უნდა უმადლოდეს, პირველ რიგში – დედას, რომელიც სამოსს საკუთარი შვილებისთვის თავად არჩევს.