სერიალის „გვირგვინი“ მეოთხე სეზონი ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი უნდა გამოვიდეს. ახალ სეზონში მაყურებელი პრინცესა დაიანას გარშემო განვითარებულ სკანდალებს დააკვირდება. ემა ქორინის ახალი ფოტოები მიმდინარე სეზონიდან ინტერნეტში თითქმის ყოველდღე ვრცელდება. ამჯერად გამოცემა „დეილი მეილი“ მოთხე სეზონიდამ მორიგი ფოტოების სერიას აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ მაყურებელი პრინცი ჩარლზისა და პრინცესა დაინას ცნობილ ცეკვასაც იხილავს.
ემა ქორინი ახალ სეზონში ერთი-ერთში იმეორებს ცეკვის ყველა ილეთს. ცისფერ კაბაში გამოწყობილი მოცეკვავე პრინცესა დაიანა 1983 წელს, დისნეიში გამართულ გალა ვახშამზე ვიხილეთ.