ლონდონში ამჯერად სერიალის „გვირგვინი“ ახალი სეზონის გადაღებები გრძელდება. მეორე სეზონი პრინცესა დაიანასა და მისი ცხოვრების გარშემო განვითარებულ მოვლენებზე მოგვიყვება. იქამდე კი პაპარაცების ობიექტივში მოხვდა ახალგაზრდა მსახიობი ემა ქორინი, რომელიც პრინცესა დაიანად გარდაიქმნა ნიშნობის წინა სცენის გადაღებისთვის.
ჭრელ კაბაში გამოწყობილი ემა პაპარაცებმა შესვენებისას გადაიღეს, როდესაც მსახიობი დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ თბილ ქურთუკში თბებოდა.
ბევრი მიიჩნევს, რომ ემა ქორინი დაიანას როლზე ზედგამოჭრილი კანდიდატია. კადრებში ასევე ჩანს ჰელენა ბონემ კარტერი, რომელიც სერიალში პრინცესა მარგარეტის როლს ასრულებს.