LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცესა ბეატრისის სამეფო ქორწილი ბუკინგემის სასახლეში მაისში გაიმართება (ფოტო)

184
princess-beatriss-2020

31 წლის პრინცესა ბეატრისისა და 36 წლის მილიარდერის, ედოარდო მაპელი-მოცის ქორწილი 29 მაისს, ბუკინგემის სასახლეში გაიმართება. ინსაიდერების მტკიცებით, უახლოეს დღეებში კენსინგტონის სასახლე ამ თემაზე ოფიციალურ განცხადებასაც გაავრცელებს. საქორწილო ცერემონია სწორედ იქ ჩატარდება, სადაც  2011 წელს პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა იქორწინეს. ამ დრომდე უცნობია ტაძარი, სადაც შეყვარებულები ჯვარს დაიწერენ. სავარაუდოდ, ეს სასახლესთან ახლოს მოხდება. ცნობილია ისიც, რომ სხვა სამეფო ქორწილებისგან განსხვავებით, პრინცესა ბეატრისის ქორწილი უფრო მოკრძალებული იქნება.

ამ დრომდე უცნობია, რა როლი ექნება ქორწილზე პრინცესა ბეატრისის მამას და დედოფალ ელისაბეტის ვაჟს, პრინც ენდრიუს. მის გარშემო აგორებული სკანდალების გამო, მას სამეფო ვალდებულებების შესრულება აეკრძალა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები