LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცესა ბეატრისი ამერიკული ბრენდის „მარკარიანის“ ულამაზეს მბზინავ კაბაში გამოჩნდა

131
beatris

პრინცესა ბეატრისი და მისი მეუღლე ედოარდო მაპელი მოცი, ლონდონის ნაციონალურ გალერეას სტუმრობდნენ. როგორ მოდის ექსპერტები აღნიშნავენ, ეს იყო პრინცესა ბეატრისის ყველაზე მოდური გამოსვლა, რადგან ამ დღეს დედოფალ ელისაბეთის შვილიშვილი მართლაც შეუდარებელი იყო.

პრინცესა ბეატრისმა ნაციონალურ გალერეაში სტუმრობისთვის ამერიკული ბრენდის „მარკარიანის“ მბზინავი კაბა შეარჩია, რომელსაც ულამაზესი ასიმეტრიული ფორმა და შავი ქამარი ამშვენებდა. განსხვავებული იყო ბეატრისის ვარცხნილობაც და თმის სამაგრი, რომელიც პრინცესა კიდევ უფრო ელეგანტურს ხდიდა.

ფოტო: პრინცესა ბეატრისი „გუჩის“ საშემოდგომო კაბაში

კაბა ოქროსფერი წვიმის ეფექტით – მონაკოს პრინცესა ბეატრისი „დიორის“ ჩვენებაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები