LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინც ჯორჯის „საშობაო“ ქურთუკი რამდენიმე საათში გაიყიდა

182

ქურთუკი, რომელშიც სამი წლის პრინცი ჯორჯი საშობაო მსახურებაზე გამოჩნდა, მაღაზიების დახლებიდან რამდენიმე საათში გაქრა. პრინცის ჩაცმულობა, რომელიც ხშირად ედება საფუძვლად საბავშვო მოდას, საზოგადოებამ ამჯერადაც აიტაცა. ქურთუკი ერთ-ერთი ესპანური ბრენდის ნაწარმია და მისი ღირებულება 147 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ საელესიო მსახურებაზე პრინცი მშობლებთან, კეიტ მიდლტონთან და უილიამთან, ასევე უმცროს დასთან, პრინცესა შარლოტასთან, დეიდასთან, პიპა მიდლტონთან და მის საქმროსთან, ჯეიმს მეთიუზთან ერთად იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ ჯორჯისთვის და შარლოტასთავის ეს მსახურებაზე დასწრების პირველი შემთხვევა იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები